14:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 16:25:33, 1578 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი პოლონეთში ვიზიტზე - მომავალში ჩვენს ხალხებს შორის საზღვარი აღარ იქნება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში იმყოფება. სახელმწიფოს მეთაური სოციალურ ქსელში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრის ვიდეოკადრებს ავრცელებს და ამბობს, რომ მომავალში ორი ქვეყნის ხალხებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები აღარ იქნება.

ზელენსკის თქმით, მანამდე კი, საჭიროა გამარჯვების მოპოვება.

"მომავალში ჩვენს ხალხებს შორის საზღვარი აღარ იქნება - პოლიტიკური, ეკონომიკური და რაც მთავარია, ისტორიული საზღვრები, მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. ამიტომ, უნდა ვიაროთ ერთად, გვერდიგვერდ", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს დღეს, 5 აპრილს პირველ ლედისთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მიიღო. დუდასთან შეხვედრის გარდა, ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცსკისთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics