14:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-05 13:22:23, 1957 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში გაასამართლებენ სამხედროებს, რომლებმაც 368 ადამიანი ერთი თვით სარდაფში გამოკეტეს

უკრაინაში გაასამართლებენ სამხედროებს, რომლებმაც 368 ადამიანი ერთი თვით სარდაფში გამოკეტეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, ოკუპანტები დატყვევებულ ადამიანებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ. დაკავებულთა შორის იყვნენ მოხუცები და ბავშვებიც.

"რუსეთის ფედერაციის 15 სამხედრო მოსამსახურეს ჩერნიგოვის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის გაასამართლებენ. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის მარტის დასაწყისში, ჩერნიგოვის ოლქის ოკუპირებულ სოფელ იაგოდნოეში, რუსმა სამხედროებმა ცოცხალ ფარად გამოყენების მიზნით, 368 ადამიანი, მათ შორის 69 არასრულწლოვანი სკოლის სარდაფში იძულებით გამოკეტეს",- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გარდა ამისა, რუსი სამხედროები უკრაინის კანონმდებლობით გათვალისწინებული ომის კანონების დარღვევის მუხლებით არიან ბრალდებული, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 1-ლი ნაწილი, 28-ე მუხლის პირველი ნაწილი და 438-ე მუხლი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
უკრაინის იერიშის გამო მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics