05:06 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-04 21:41:04, 2258 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს გაკეთება საშვილიშვილო საქმეა

ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე, ახალი, მულტიპროფილური, მინიმუმ, 500 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე საუნივერსიტეტო კლინიკა რომ უნდა გაკეთდეს, ვფიქრობ, ეს არავისთვის სადავო არ არის. თავის დროზე, სამედიცინო დაწესებულებების, თითქმის, 95% კერძო სექტორის ხელში გადავიდა. ამით, დაირღვა ბალანსი და კონკურენტუნარიანი გარემო, რაც მოქალაქეებისთვის, მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე აისახა. დღეს, სახელმწიფო ამის გამოსწორებას ცდილობს. ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს გაკეთება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს, ეს საშვილიშვილო საქმეა და ამაზე კამათი არ უნდა იყოს, - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.

მისი თქმით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მნიშვნელობასთან ერთად,  პრიორიტეტი უნდა იყოს კლინიკის თანამშრომლების ინტერესები.

„მიუხედავად ამ საქმის საშვილიშვილო მნიშვნელობისა, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს თანამშრომელთა ინტერესებს, რომ მიიღონ ღირსეული ანაზღაურება და ღირსეული დასაქმების პირობა, რასაც მათ მოქმედი მთავრობა - ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი - ჰპირდება“. 

რაც შეეხება ახალი რესპუბლიკურის შენობის საკითხს, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მხოლოდ ექსპერტების ჯგუფს შეუძლია, პასუხი გასცეს შეკითხვას, არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, თუ სრულიად ახალი ნაგებობები აშენდეს.

 „ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ხარჯთეფექტურობა, რა დაჯდება უფრო მეტი - არსებულის რეაბილიტაცია, თუ - ახლის აშენება. ყველა ამ საკითხზე, ვიცი, რომ უკვე მუშაობენ არა მარტო ქართველი, არამედ მოწვეული, საერთაშორისო ექსპერტები. როგორც უკვე დაანონსდა, პარასკევს, ჯანდაცვის მინისტრი, დეტალური პრეზენტაციით, რესპუბლიკურის თანამშრომლებისა და საზოგადოების წინაშე წარდგება და ყველა საკითხს გააცნობს მათ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics