|
2023-03-31 20:00:15, 1852 ნახვა
კომენტარი
სასტუმრო „ამბასადორი“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხანძარი სასტუმროს ერთ-ერთ ფლიგელში 18:10 საათზე გაჩნდა, სასტუმროს ადმინისტრაციამ კი თავისმხრივ პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია მოახდინა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია და ხანძრის გამომწვევ მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება იკვლევს. "დღეს, 31 მარტს, დაახლოებით 18:10-ზე სასტუმრო ამბასადორი თბილისის ერთ-ერთ ფლიგელში გაჩნდა ხანძარი. სასტუმროს ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ მოახდინა პერსონალისა და სტუმრების ევაკუაცია. ინციდენტიდან რამდენიმე წუთში ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახური. საბედნიეროდ, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენაზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება. მეხანძრე-მაშველების ძალისხმევით ხანძარი ლოკალიზებულია", - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)