|
2023-03-28 19:16:16, 1679 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - გვარამია არა ავტომობილის მოხმარებისთვის, არამედ ყოფილი ტელეკომპანიის 7მლნ-ით გაძარცვისთვის არის დაჭერილი
გვარამია არ არის დაჭერილი ავტომობილის მოხმარებისთვის, ის არსი დაჭერილი საკუთარი ყოფილი ტელეკომპანიის 7მლნ-ით გაძარცვისთვის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დამნაშავეების გათავისუფლება არ არის 12 პუნქტიანი რეზოლუციის შემადგენელი ნაწილი, აქედან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილიც და ნიკა გვარამიაც არიან დამნაშავეები და საუბარი, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები პრინციპულად არის არასწორი. "რაც შეეხება დამნაშავეების გათავისუფლებას ეს არ არის 12 პუნქტიანის შემადგენელი ნაწილი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი არის პრინციპულად არასწორი. [მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია] ერთიც და მეორეც არის დამნაშავე ისინი არიან მხილებული მძიმე დანაშაულებში. გვარამია არ არის დაჭერილი ავტომობილის მოხმარებისთვის, ის არსი დაჭერილი საკუთარი ყოფილი ტელეკომპანიის 7მლნ- ით გაძარცვისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)