05:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-02 19:25:09, 1710 ნახვა

ომი უკრაინაში
კირბი - ჩვენი ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებს ფარულად აწვდის

ჩვენი ინფორმაციით ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებს ფარულად აწვდის. - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხს მათი მხრიდან დიდი ყურადღება დაეთმობა.

"სექტემბერში ჩრდილოეთ კორეამ საჯაროდ უარყო, რომ აპირებდა რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას. თუმცა, ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს, რომ ის ფარულად აწვდის მნიშვნელოვანი რაოდენობის საარტილერიო ჭურვებს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics