19:18 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-30 12:10:34, 1550 ნახვა

საზოგადოება
გუდაურში, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

გუდაურში, 29 ივლისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მმართველი პარტია განცხადებას ავრცელებს.

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, შეხვედრები მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, გაუქმდა და მოგვიანებით გაიმართება.

„გუდაურში, 29 ივლისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს ,,ქართული ოცნების” ლიდერების რეგიონალური შეხვედრა და დაგეგმილი ღონისძიებები რუსთავში, პარტიის ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, გაუქმდა და მოგვიანებით გაიმართება",- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ,, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი. როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა შსს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა. შს მინისტრის თქმით, ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ სამძიმრის წერილში განაცხადა, რომ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics