|
2022-07-01 00:36:38, 1252 ნახვა
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გვახსოვს, როდესაც ანრის ოჯახთან ინციდენტის მერე, „ტვ პირველმა” მოძალადე დასვა ეთერში, ამით ძალადობის წახალისებას შეუწყო ხელი
ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც ანრისთან და მის ოჯახთან ინციდენტის მერე, “ტვ პირველმა” იკადრა უკადრებელი და მოძალადე დასვა ეთერში, ამით, სინამდვილეში, ძალადობის წახალისებას შეუწყო ხელი და ბინძური თამაშის წესები გაიხადა “სტანდარტად”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, იმ მოძალადემ აღიარა დანაშაული და ბოდიშიც მოიხადა, “ტვ პირველს” კი არც შეუმჩნევია ძალადობისა და სიცრუის ტირაჟირების ეს მანკიერი ფაქტი. „ახლა, ამ ტელევიზიის მენეჯერი ისევ ანრისთან აწყობს აშკარად წინასწარ გამიზნულ და ამორალურ პროვოკაციას იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს იმ უზნეობის გამო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მსგავსი უღირსი ქმედებებით რაიმეს მიღწევა შეიძლება, ძალიან მწარედ ცდება და ამ ფაქტს უნდა მოჰყვეს უმკაცრესი შეფასება. ეს საჭიროა, რადგან ვერავინ გაბედოს, ვერც მოძალადე ადამიანების პროპაგანდა და ვერც გინებისა და შეურაცხყოფის ნორმად ქცევა“, - აცხადებს იონათამიშვილი.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)