16:21 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 13:08:06, 976 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - რუსეთია, ვინც სცადა თქვენი ენის მოკვლა. ვინც წაბილწა თქვენი ეკლესიები და ისინი ცხოველთა სადგომად გამოიყენა

რუსეთია, ვისაც თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთია, ვინც სცადა თქვენი ენის მოკვლა. რუსეთია, ვინც წაბილწა თქვენი ეკლესიები და ისინი საჯინიბოებად გამოიყენა,- აცხადებს ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

 მისივე თქმით, საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორია და ეს კარგად წარმოჩინდა იმ დელეგაციის სიდიდით, რომელიც მადრიდში წარსდგა. რუსეთის მიერ გაჩაღებული არაპროვოცირებული ომის ფონზე, ეს იყო ალიანსის ერთიანობის დემონსტრირება.

'მინდა გავიმეორო რუსული დეზინფორმაციული წყაროების მიერ გავრცელებული ნარატივი, თითქოს ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურს, არ შეესაბამება სიმართლეს. ნება მომეცით გარკვევით ვთქვა აშშ-ს და ევროპას არ სურს ამ ომის  გაფართოება. აშშ აკეთებს ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე გააჩეროს ომი. პუტინია, ვინც ეს სასტიკი და აგრესიული ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და პუტინია, ვისაც მისი დასრულება შეუძლია.ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთია, ვისაც თქვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთია, ვინც სცადა თქვენი ენის მოკვლა. რუსეთია, ვინც შეურაცხყო ეკლესიები და ისინი ცხოველთა სადგომებად გამოიყენა. თუ რაიმე კითხვა არსებობს, რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთან, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლს.  საქართველო ნატო-ს ძლიერი პარტნიორია და ეს კარგად წარმოჩინდა იმ დელეგაციის სიდიდით, რომელიც მადრიდში წარსდგა. რუსეთის მიერ გაჩაღებული არაპროვოცირებული ომის ფონზე, ეს იყო ალიანსის ერთიანობის დემონსტრირება."- აცხადებს კელი დეგნანი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics