|
2022-06-28 10:34:01, 4285 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - არახამია უსირცხვილო კაცია და შუბლის ძარღვი არ აქვს - მის ადგილას ერთი ღამით არ მეძინებოდა
არახამია უსირცხვილო, სამარცხვინო კაცია და შუბლის ძარღვი არ აქვს, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადება, რომლის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. როგორც ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, დავით არახამიას ადგილზე რომ იყოს, „ერთი ღამითაც არ დაეძინებოდა“. „არახამია ვინ არის, ყველამ კარგად იცის, სააკაშვილმა თვითონ აღნიშნა, რომ მისი „დაფრთიანებულია“, მერე „Free Misha”-ს მაისურით გამოდიოდა თვითონ. ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. გარდა ამისა, მგონი საზოგადოებაც აფასებს, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამარცხვინო კაცი. დღეში ასეულობით ადამიანი ეღუპებათ უკრაინაში, უმძიმესი ვითარებაა და ამ დროს მას სცხელა, რომ ასეთ რაღაცებზე ილაპარაკოს. მის ადგილას ერთი ღამით არ მეძინებოდა, მაგრამ სინდისი რომ არ გაქვს და შუბლის ძარღვი, არახამია რომ ხარ, რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცებისთვის მოიცლი. ეს არის ჩვეულებრივი სამარცხვინო კაცი, რა უნდა ვილაპარაკო მასზე, არ ვიცი“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, დავით არახამია მიზანმიმართულად ავრცელებს ტყუილებს. „ის არის იმ სცენარის თანამონაწილე, რომელიც ბაკურიანში „მოიხარშა“. სამარცხვინო კაცია, თავის თავს მიხედოს“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას თქმით, მალე ხელმისაწვდომი გახდება მონაცემები საქართველოდან ბევრი სახელისუფლებო დეპუტატისა და მინისტრის საზღვარგარეთ ტრანზაქციებისა და ანგარიშების შესახებ. მისივე მტკიცებით, ასევე ცნობილი გახდება ბიძინა ივანიშვილის კავშირებზე, რომელიც ძალიან ღრმად არის ჩართული იმაში, რომ დაეხმაროს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში.
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)