22:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-18 18:18:31, 1731 ნახვა

სამართალი
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგი გახსნა

საქართველოს პროკურატურის პროკურორებისთვის,  შსს-ს, სუს-ის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებისთვის, აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მხარდაჭერით, კრიპტოვალუტის დანაშაულებთან დაკავშირებული ტრენინგი მიმდინარეობს. - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე თქმით, ღონისძიება, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ გახსნა, რომელსაც გენერალური პროკურორის მოადგილეები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მრჩეველი, ლენა ოუენსი ესწრებოდნენ. 
 
გენერალურ პროკურატურაში ოთხ-დღიან ტრენინგს აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის  და გამოძიების ფედერალური ბიუროს კიბერდანაშაულის გამოძიების სფეროში  ექსპერტები:  ენდრიუ ჟიგიელსკი, კრისტოფერ ვონგსი, ტომ დოგჰერტსი და ნიქჰილ ბჰაგატსი წარუძღვებიან. 

გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტს თანამშრომლობისთვის; ასევე აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, კრიპტოვალუტის ამოღების პროტოკოლი შეიქმნა,  რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კრიპტოვალუტის დანაშაულებთან ბრძოლის წინააღმდეგ. 

კრიპტოვალუტის  დანაშაულებთან დაკავშირებული    ტრენინგი  მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ვირტუალური აქტივების დანაშაულებრივი გამოყენება, ვირტუალური აქტივების მოძიება და ამოღება, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების ანალიზი, კიბერდანაშაულის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობა და სხვა. 

კიბერდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლობით არაერთი მნიშვნელოვანი სასწავლო ღონისძიება იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics