06:13 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-19 14:44:38, 939 ნახვა

სამართალი
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განხორციელებული რეფორმის შედეგად და საპროკურორო საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, გენერალური პროკურორის ბრძანებით ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა.

"პროკურატურაში ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო 2012 წლიდან ფუნქციონირებდა. სამართალდამცავ ორგანოებში ადამიანის უფლებების გაძლიერების, ასევე საერთაშორისო ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად აღსრულების, საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების ჯეროვნად შესრულების, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით პროკურორთა საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გადაწყდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს გაძლიერება და დეპარტამენტად გარდაქმნა.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მჭიდროდ ითანამშრომლებს ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამასთან, მოხდება მათი რეკომენდაციების შესწავლა და სათანადო რეაგირება.

გარდა ამისა, დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს პროკურატურაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ორიენტირებული სტრატეგიის, სამოქმედო გეგმებისა და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვა და განხორციელება, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ეფექტიანი აღსრულება;

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს პროკურატურის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული ინსტიტუციურად დამოუკიდებელი, ძლიერი და მიუკერძოებელი უწყების რეფორმირების პროცესში." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics