|
2022-03-04 13:00:34, 675 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - პუტინს ქვეყნების დაშინება შეუძლია, თუმცა ორიენტაციას ვერ შეაცვლევინებს, ის მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია
პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, პუტინი მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია. ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ისევე როგორც მოლდოვამ და უკრაინამ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ტრიო ერთი და იმავე გზას მიჰყვებიან, ასე რომ, პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. შეიძლება ითქვას, რომ ის იზოლირებულია. არავის შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მის შეხედულებებზე ან აზრი შეაცვლევინოს. ახლა ის მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია. ცხადია, ზოგიერთი ქვეყანა არ ეწინაღმდეგება, თუმცა მათაც კი რუსეთის კურსი არ მოსწონთ. ანუ, ის მარტოა. როგორ აისახება ეს ყველაფერი პუტინის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, რთული საკითხია. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. არ ვხვდები პუტინს და არ ვიცი, როგორ მოქმედებს ეს მის ფსიქიკაზე, მაგრამ ის ნამდვილად იზოლირებულია მთელი მსოფლიოსგან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)