22:41 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 10:22:57, 564 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენი ქვეყანა მზად არის, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი

სამი ათეული წელია ჩვენი ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გავხდეთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ისტორიული დღეა, რადგან  ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად მოეწერა ხელი.

„ის, რაც უკრაინაში ხდება არის დიდი ტრაგედიაა. სუვერენული ქვეყნის მიმართ წარმოებული აგრესია და ომი უნდა შეწყდეს. ეს ეწინააღმდეგება საერთო სამართლის წესებს. რაც შეეხება, ჩვენი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ეს ქართველი ხალხის არჩევანია, რასაც თანმიმდევრულად ვაშენებდით. მეამაყება, რომ დღეს პრემიერმა ოფიციალურად ხელი მოაწერა განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით. ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენასთან მიმართებით არის ის, რომ ყველა რესურსით დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოვაცხადეთ თანადგომა მათ მიმართ. ასევე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო ომის და ესკალაციის რისკისგან დავაზღვიოთ, მინიმალური იყოს ეკონომიკური დანაკარგები. გარდა ამისა, გავაღრმაოთ დასავლური პერსპექტივა, რათა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. სამი ათეული წელია ჩვენი ხალხი ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ბევრი რეფორმა გატარდა. დღეს ჩვენი ქვეყანა ამისთვის მზად არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics