23:54 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 10:32:29, 924 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის რადას დეპუტატი - საქართველოს ხელისუფლება ღალატობს ქართველ ხალხს, ის რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს

საქართველოს ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილებით, რაც უკრაინას ეხება, ღალატობს ქართველ ხალხს და უკრაინელებს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისულებამ აირჩია დიქტატორი, აგრესორი პუტინისა და ლუკაშენკოს პოლიტიკა, ამიტომ ის, რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს.

„საქართველოს ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილებით, რაც უკრაინას ეხება, ღალატობს ქართველ ხალხს და ასევე უკრაინელებს - რუსეთისთვის სანქციების არდაწესებით, ქართველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლით, რომ ჩამოვიდნენ უკრაინაში და მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. სწორედ ამ ქმედებებიდან მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის და ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

საქართველოს მოსახლეობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია დიქტატორი, აგრესორი პუტინის და ლუკაშენკოს პოლიტიკა. საქართველოში ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა  ალექსეი გონჩარენკომ „მთავარ არხთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია და მიზეზად, სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების „ამორალური პოზიცია“ დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics