|
2022-02-28 21:44:31, 849 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ვინც ადრე, რუსეთის სამსახურში იყო და დღეს „პატრიოტებად“ გვევლინებიან, მათი არ მჯერა, ვინც გულწრფელად გამოხატავს სოლიდარობას - ჩემი პატივისცემა მათ
„ვინც ადრე, რუსეთის სამსახურში, პრესპიკერები იყვნენ და დღეს „პატრიოტებად“ გვევლინებიან - მათი არ მჯერა. ვინც გულწრფელად გამოხატავს სოლიდარობა - ჩემი პატივისცემა მათ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ადრე ვიხუმრე, რაც „ნაცმოძრაობას“ უნდა ის არ უნდა გააკეთო მეთქი“, - დასძინა მამუკა მდინარაძემ. „მინდა იმ ახალგაზრდების მიმართ პატივისცემა გამოვხატო, რომლებიც გულწრფელი ემოციით უკრაინის მიმართ თანადგომას გამოხატავენ. რაც შეეხება ისინი, ვინც ადრე, რუსეთის სამსახურში, პრესპიკერები იყვნენ და დღეს „პატრიოტებად“ გვევლინებიან - მათი არ მჯერა. ვინც გულწრფელად გამოხატავს სოლიდარობა - ჩემი პატივისცემა მათ. რაც შეეხება სანქციებს - ადრე ვიხუმრე, რაც „ნაცმოძრაობას“ უნდა ის არ უნდა გააკეთო მეთქი. გუშინ, მოაწყვეს ბრიფინგი, სადაც საჰაერო სივრცის დაკეტვასა და სხვა თემებზე საუბრობდნენ. საქართველოს ცაზე სამხედრო თვითფრინვფები არ დაფრინავენ - ეს ტყუილია. საჰაერო მიმოსვლა ჩვენსა და რუსეთს შორის 2019 წლიდან ისედაც შეწყვეტილია. რაც შეეხება მესამე პუნქტს, რაზეც საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, ეს არის სომხეთის ფაქტორი, მათ თვითონვე ახსენეს, რომ ამ თემას სჭირდება მსჯელობა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)