04:42 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 18:22:24, 751 ნახვა

პოლიტიკა
დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა მოსახლეობის მასშტაბური ევაკუაცია გამოაცხადა

თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია დაიწყო, რუსეთში. აღნიშნულის შესახებ რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, დენის პუშლინმა განაცხადა.

მისი თქმით, „ევაკუაციას პირველ რიგში ქალები, ბავშვები და მოხუცები ექვემდებარებიან“.

„ევაკუირებულები უზრუნველყოფნილნი იქნებიან ყველა საჭირო ნივთით. ყველა პირობაა შექმნილი საგუშაგოებზე სწრაფი გადასვლისთვის. გთხოვთ, მოისმინოთ და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. დროებით გამგზავრება გადაარჩენს თქვენს და თქვენი ახლობლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას’, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ბოევიკების „ტერიტორიული თავდაცვის“ შტაბს ევაკუაციისთვის ტრანსპორტის უზრუნველყოფა დაევალა.

დენის პუშლინმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში „სამხედროებს მისცემს ბრძანებას“ დაიწყოს შეტევა დონბასში და შეიჭრას დონბასისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები „საბრძოლო ფორმირებებში არიან  და მზად არიან, დონბასის ძალადობრივად აღებისთვის“.

მანვე დასძინა, რომ სამხედრო ოპერაციების წარმართვის გამოცდილების მქონე, მუდმივი საბრძოლოები მზადყოფნაში არიან და სრულად შეუძლიათ, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაცვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics