09:04 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 10:37:57, 883 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

"სამართალდარღვევებიდან 1 ფაქტი გამოვლენილია დედაქალაქში, 2 - იმერეთში, 1 - კახეთში, 1 - სამეგრელოში, 1 კი, შიდა ქართლში.

მათივე ინფორმაციით, წყალტუბოსა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს ახმეტის მუნიციპალიტეტშიც, მოქალაქის საკარმიდამო ეზოში. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წიფლის სახეობის 19 ერთეული მორი და 1 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი. 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო თხმელას (მურყანი) სახეობის 80 ერთეული მორი და 0,46 კუბური ფიცარი.

ლენტური ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი ჰქონდა განთავსებული მოქალაქეს  ქარელის მუნიციპალიტეტშიც. სახერხ საამქროში გამოვლენილია ერთი ერთეული სალესი მოწყობილობაც. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსებული იყო 27 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი, 1 ერთეული ნახევრად გადამუშავებული მორი და 0,6 კუბური მეტრი მოცულობის ძელაკი და ფიცარი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სოფელ გლდანში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელ ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.

ვინაიდან ექვსივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა." -  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics