05:59 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 20:11:53, 995 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე დეპუტატებზე - ჯერ თვითონ ჩახსნეს სიები და ახლა თვითონ გვეხვეწებიან

„ჯერ თვითონ ჩახსნეს სიები და ახლა თვითონ გვეხვეწებიან“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას.

მისივე თქმით, ეს აღნიშნული მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო „ქართულმა ოცნებამ“ „რადიკალური“ ოპოზიცია.

„რაც შეეხება სიების აღდგენას, ახლა ისინი თვითონ გვეხვეწებიან მათ მიერ ჩახსნილი სიების აღდგენას. ესეც მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩადგა ოპოზიცია, უფრო სწორად, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავაყენეთ ჩვენ რადიკალური ოპოზიცია, რაც არის ძალიან კარგი. რადიკალური ოპოზიციის მძიმე მდგომარეობა დადებითად აისახება ქართული დემოკრატიის ხარისხზე.
როდესაც ოპოზიცია ითხოვს მათ მიერვე ჩახსნილი სიების აღდგენას, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის პოლიტიკურად არასერიოზული და კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ პოლიტიკურ უსუსურობაზე. თვითონ ჩახსნეს სიები და ახლა თვითონ გვეხვეწებიან, აღვადგინოთ მათ მიერვე ჩახსნილი სიები. თქვენც ხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაშია ახლა რადიკალური ოპოზიცია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics