07:06 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 18:35:29, 653 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - 3 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტეს, რათა კომისიის შექმნა შეფერხდეს და აუცილებელ 50 ხმას მათი ხმა დააკლდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამი დეპუტატისთვის: ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის მიერ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხმაურება.

ექს-პრეზიდენტის განცხადებით, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მიხეილ სააკაშვილისთვის საგამოძიებო კომიისიის შექმნისთვის აუცილებელი 50 ხმისთვის 3 ხმის დაკლებას ემსახურება.

ამასთან სააკაშვილი მორიგ ფეისბუქ პოსტში აღნიშანვს, რომ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ინსპექტორი და გორის ჰოსპიტლის რამდენიმე თანამშრომელი სწორედ მის საქმეს გადაჰყვა.

"პარლამენტში, კომისიის შექმნის წინ, სამ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება გაუუქმეს, რათა კომისიის შექმნისთვის აუცილებელ 50 ხმას დააკლდეს 3 ხმა. შეგახსენებთ, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს ხსნიან იმისთვის, რომ სიმართლე არ გაცხადდეს. 

1. მინისტრი ტიკარაძე პრაქტიკულად ჩემს საქმეს გადაჰყვა;
2. ლონდა თოლორაიას მოსახსნელად ცალკე კანონი მიიღეს;
3. მოხსნეს გორის ჰოსპიტლის დირექტორი, ჰოსპიტლის რამდენიმე თანამშრომელი და დააქვეითეს ჩემი მკურნალი ექიმი;
4. მოხსნეს ციხის ადმინისტრაციის მიერ მოწვეული ნევროლოგის მეუღლე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მოხსნეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაეთანხმა სახალხო დამცველის და "ემპათიას" კონსილიუმების დიაგნოზს.
და ეს ყველაფერი მოხდა "ოცნების" მოლაპარაკე თავების უტიფარი მტკიცების ფონზე, რომ მათ არაფერი აქვთ დასამალი და არანაირ წამებას ადგილი არ ჰქონია. " - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics