07:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-13 20:44:32, 1998 ნახვა

ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - ვაქცინაციის თვალსაზრისით პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია

ვაქცინაციის თვალსაზრისით პენიტენციურ სისტემაში ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, - ეს ეხებათ, როგორც პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს, ასევე პატიმრებს - ასე აფასებს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას.

„შემიძლია ვთქვა, რომ ამ სისტემაში ყველაზე მეტი აცრილია. ექიმებს შეიძლება შევადაროთ, დღეს ექიმების 64%-ზე მეტია აცრილი და პენიტენციურ სისტემაში დაახლოებით ერთნაირია მოცვა. საუბარია როგორც თანამშრომლებზე, ასევე პატიმრებზე. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ პოლიციაში, ჯარში ძალიან კარგია მოცვა. სამწუხაროდ, სხვა სისტემებზე ვერ მოგახსენებთ. ექიმებში საკმაოდ მაღალია მოცვა, მაგრამ გამიხარდებოდა ეს მაჩვენებელი 100% რომ იყოს. იგივეს ვერ ვიტყვი ჩემს კოლეგებზე, ექთნებზე, სადაც საკმაოდ დაბალია მოცვა, განსაკუთრებით დამხმარე სამედიცინო პერსონალზე, რომელშიც კიდევ უფრო დაბალია მოცვა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის შეფასებით, მართალია, პენიტენციურ სისტემაში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების ცალკეული შემთხვევები, მაგრამ სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადია, რადგან ვაქცინაციის ტემპიც გააქტიურებულია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ (9300 ბრალდებული/მსჯავრდებული) ბრალდებული/მსჯავრდებულთა  61,5% -ია აცრილი (5718 ბრალდებული/მსჯავრდებული), ხოლო რევაქცინირებულია ბრალდებული/მსჯავრდებულთა 39%, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, დაახლოებით 3500 -მდე თანამშრომლიდან აცრილია - 2423 – (69%), ხოლო რევაქცინირებულია - 1833 –( 69%)

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, პენიტენციურ სისტემაში ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ბრალდებულ/მსჯავრდებულების, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვაქცინაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics