|
2021-06-23 12:36:30, 1323 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური - მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად. მინისტრი იმედოვნებს, დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლება მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და ზაზა გახელაძეს გაათავისუფლებს. „ზაზა გახელაძე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო დღევანდელ სხდომაზე.ხშირად ვხდები კრიტიკის მსხვერპლი და ვერ ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში გამიჭირდება დეტალებზე ვისაუბრო. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, პარტნიორები, მეგობრები და საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა ჩართულები არიან ზაზა გახალაძის გასათავისუფლებლად. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ზაზას გაათავისუფლებენ და ის ოჯახს მალე დაუბრუნდება. საპატრიარქოც ჩართულია, მთავრობაც და ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორები და სახელმწიფოები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში იმყოფება. დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ და მას დაქვემდებარებულმა ე.წ. სასამართლომ გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)