|
2021-06-18 12:58:25, 1426 ნახვა
კომენტარი
დავით სერგეენკო - რომ მკითხოთ, ვერც განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია
ვერც განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია, არ ვიცი უბრალოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრაიდის ორგანიზატორები კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ და აზრი საზოგადოების სხვა ნაწილსაც ჰკითხონ. „პრაიდი რომ მკითხოთ ეხლა, ვერც განგიმარტავთ რა არის ეს პრაიდი, რაღაც ფლეშმობია, დემონსტრაცია, არ ვიცი უბრალოდ. რთული სათქმელია რა, უფლებების შეზღუდვა არ მგონია იყოს, არავინ არ უშლის იმის გაკეთებას რისთვისაც მონდომებულები და მოწოდებულები არიან ეს ხალხი. რაც შეეხება უფრო ხმამაღალ გამოხატვას, არ ვიცი, საზოგადოების სხვა ნაწილსაც უნდა შეეკითხონ ალბათ და მაინც და მაინც კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდნენ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ, 17 ივნისს „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)