|
2021-06-01 15:19:09, 750 ნახვა
კომენტარი
იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლაზე იმდენი ვინერვიულეთ, რადგან შემოდიან, ყველაფერს ვპატიობთ
„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლაზე იმდენი ვინერვიულეთ, რომ რადგან შემოდიან, ყველაფერს ვპატიობთ“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს მოაწერს და პროცესებში მონაწილეობას მიიღებს. „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შემოსვლაზე იმდენი ვინერვიულეთ, რომ რადგან შემოდიან, ყველაფერს ვპატიობთ. რას გავწუწავ, პირიქით, ძალიან მოხარული ვართ, მათ მიმართ დიდი მოლოდინით ვართ და გვსურს, კორექტული ურთიერთობა გვქონდეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრჯერ თქვა, რომ რაღაც ასე მოხდებაო, მაგრამ ისე არ მოხდა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ პარლამენტში შემოსვლის შემდეგ გააცნობიერებენ, რომ დოკუმენტზეც ხელი უნდა მოაწერონ. რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიზნით, 43 პროცენტი, რისთვისაც იბრძვიან, შარლ მიშელის დოკუმენტის მონაპოვარია. როცა პარლამენტში შემოვლენ, თავიანთ ამომრჩეველს უნდა აუხსნან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43 პროცენტი არ უნდა მიიღოს, ამომრჩეველი იკითხავს - საიდან ეს 43 პროცენტი? „ნაციონალური მოძრაობა“ უპასუხებს - შარლ მიშელის დოკუმენტიდან და ამ დროს, როცა ამ დოკუმენტზე ხელი არ ექნებათ მოწერილი, ლოგიკური არ არის და ამას პარტია არ დაუშვებს. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, მას ვეთანხმები, რადგან თუ ხელშეკრულების მხარე არ ხარ, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ამბები არ გეხება. მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დოკუმენტს ხელს მოაწერს და პროცესებში მონაწილეობას მიიღებს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)