|
2021-05-31 11:50:44, 754 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი - სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არსებობს
სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველაზე მეტად, პოლიციას ევალება იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები და მოსახლეობის უსაფრთხოება, მისი უფლებები. „დღეს, საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევის პროცესში, იქნება ეს კოვიდპანდემიასთან და ბუნებრივ სტიქიასთან ბრძოლა, მართლწესრიგის დაცვა ან პოლიტიკურად თუ სოციალურად მოტივირებული საპროტესტო აქციების მშვიდობიანად და უსაფრთხოდ წარმართვა, პოლიცია მუდამ წინა ხაზზე დგას. ყველაზე მეტად, სწორედ პოლიციას ევალება იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ერთდროულად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, მოსახლეობის უსაფრთხოება და მისი უფლებები. ამ ურთულესი მისიის შესრულებაში პოლიციას უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო და საზოგადოება. საზოგაოების ვალია, პატივი სცეს პოლიციას და ამით თავადაც შეუწყოს ხელი პოლიციის საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არ არსებობს. ვამაყობ ქართული პოლიციის პროფესიონალიზმით, ვამაყობ ქართული პოლიციით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)