|
2021-02-07 16:44:39, 2312 ნახვა
სპორტი
ქართველმა „ბორჯღალოსნებმა“რუსეთი ანგარიშით 16:7 დაამარცხეს
საქართველო-რუსეთის მატჩში ბორჯღალოსნებმა 16:7 გაიმარჯვეს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი აღმართეს. პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ტაიმში “ბორჯღალოსნებმა” ანგარიში გახსნეს. ლელო ვასილ ლობჟანიძემ დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა და ანგარიში 7:0 გახდა. რამდენიმე წუთში კი თედო აბჟანდაძემ თავი ჯარიმით გამოიჩინა და 10:0 გახადა. მატჩის 61-ე წუთზე რუსეთის ნაკრებმაც მოახერხა ლელოს დადება. ლელოს ავტორი რუსი მეორე ხაზელი (N5) გახლდათ, რომელიც რუსმა 10-იანმა გარდასახა და ანგარიში 10:7 გახდა. 66 წუთზე კვლავ ჯარიმით ანგარიში 13:7 გახდა, თუმცა არასრულ ერთ წუთში საქართველოს ნაკრების 15 ნომერი, დავით ნინიაშვილი დაჯარიმდა და თუმცა რუსებმა საკმაოდ ახლო დისტანციიდან ჯარიმა ვერ გაიტანეს. მატჩის 74 წუთზე თედო აბჟანდაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა (16:7). საბოლოოდ მატჩი ქართველთა გამარჯვებით 16:7 დასრულდა და “ბორჯღალოსნებმა” რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი მოიპოვეს. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშება 23 ქულით და 5/5 გამარჯვებით დაასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)