|
2015-09-26 10:41:14, 871 ნახვა
სამართალი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ნაძალადევის რაიონის გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ინდ. მეწარმე ბადრი ჭიპაშვილი. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, ფაქტობრივად მის მფლობელობაში არსებული საწარმოების მეშვეობით, ქ. თბილისის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში სადარბაზოების სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, გამგეობისთვის წარდგენილ აქტებში (ფორმა N2) შეიტანა ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება და მოტყუებით დაეუფლა ქ. თბილისის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 380 776 ლარს“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)