|
2020-10-22 11:49:36, 512 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა, ავთანდილ გალდავა გმირია!
შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი „ფეისბუქში“ წერს. „მეგობრებო, მჯერა, კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რამდენად მძიმე იქნებოდა ყველასთვის, ერთი მძევალი მაინც რომ დაღუპულიყო. მადლობა ღმერთს, რომ შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა. პოლიციელი გმირია! ავთანდილ გალდავა გმირია“, - წერს ოხანაშვილი. ცნობისთვის, გუშინ შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდის ბანკში 40-ზე მეტი ადამიანი მძევლად აიყვანა. დღის მეორე ნახევარში, მან მძევლ;ების თავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, დაახლოებით 22:00 საათზე, თავდამსხმელმა სამი მძევლის თანხლებით ბანკის შენობა დატოვა. ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილსამყოფელი უცნობია.
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)