|
2020-10-21 17:44:50, 556 ნახვა
კომენტარი
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულების მაღაზიის თანამშრომლების კოვიდ-19-ით დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქსნის ციხეში მაღაზიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ტელეკომპანიის რესპოდენტი იყო ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა: "მთელი დღეა გვირეკავენ პატიმრები და გვეუბნებიან, რომ ციხე არის ჩაკეტილი და შესვლა შეუძლებელია. ჩვენი ინფორმაციით, კორონა დაუდასტურდა გამყიდველს, რომელიც იქ ყიდის სხვადასხვა პროდუქციას." სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე და ქსანში მდებარე არც ერთი დაწესებულების (N10 და N15) მაღაზიის თანამშრომლებში covid-19 არ დაფიქსირებულა. სიცრუეა ისიც, თითქოს "ციხე არის დაკეტილი". ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში მხოლოდ ის შეზღუდვები მოქმედებს, რაც ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობების ამოქმედების შემდეგ ყველა დანარჩენ დაწესებულებაშია შემოღებული. კერძოდ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პატიმრებს შეჩერებული აქვთ ხანგრძლივი პაემნის უფლება, ხოლო ხანმოკლე პაემნები მინის ბარიერის გამოყენებით მიმდინარეობს. არანაირი განსაკუთრებული შეზღუდვა ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში არ მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ მთავარმა არხმა ინფორმაცია პენიტენციურ სამსახურთან გადაამოწმა და მიიღო პასუხი, რომ ეს არის სიცრუე. ამასთან ტელეკომპანიამ ინფორმაცია გადაამოწმა კერძო კომპანიაში, რომელიც პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიებში ოპერირებს და კომპანიამაც არ დაუდასტურა ეს ფაქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ადვოკატ კობაიძის ინტერვიუზე დაყრდნობით. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება პატიმრების და მათი ოჯახის წევრების შეშფოთება გამოიწვიოს.
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)