|
2020-10-21 11:32:43, 780 ნახვა
კომენტარი
ნათია მეზვრიშვილი - დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი დაიწყება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით
დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი დაიწყება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება პანიკის დათესვის მიზანს და არ შეესაბამება რეალობას. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რომ თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, რომ თითქოს ადამიანები მიყრილები არიან სახლებსა და კოვიდსასტუმროებში, თითქოს ზარებზე არ ხდება პასუხი და ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან. მე მინდა დავამშვიდო საზოგადოება, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება, მარტივად რომ ვთქვათ არის ტყუილი და ემსახურება პანიკის დათესვის მიზანს, თვითიზოლაციაში დღეს რეალურად 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან არის კავშირში ოჯახის ექიმი. გასაგებია, რომ შეიძლება იყოს ერთეული შემთხვევები სადაც კონსულტაცია 1 საათით დაგვიანდა, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევბია, ამ დარღვევებს არ აქვს სისტემური ხასიათი და ძალიან გთხოვთ, ერთეული შემთხვევების გამო, არ აჰყვეთ პანიკას, რადგან ექიმები მუდმივად კონტაქტში არიან ინფიცირებულებთან, თვითზიოაცლაში და ბინაზე მყოფებთან. ჩვენ მოგესენებათ პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭივრავლე, დამერწმუნეთ, თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით და ამის არანაირი პრობლემა საბჭოს არც ერთ წევრს არ ჰქონია, სიმართლე არის ის, რასაც ამ ტრიბუნიდან საბჭოს წევრები იძახიან. გთხოვთ, ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც ამ ტრიბუნიდან ვრცელდება, რაც stopcov-ზე ვრცედება და რასაც ეპიდემიოლოგები გეუბნებიან“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)