|
2020-10-12 16:51:20, 317 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კაკაურიძე: თუ ჩვენ გვინდა გვყავდეს ნორმალური საჯარო სექტორი, აუცილებელია გვქონდეს მისი შრომის ადეკვატური ანაზღაურება
თუ ჩვენ გვინდა გვყავდეს ნორმალური საჯარო სექტორი, აუცილებელია გვქონდეს მისი შრომის ადეკვატური ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო", „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის" და „ევროპული საქართველო - რეგიონების" სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს. მისი თქმით, საჯარო სექტორში ადამიანთა შემცირების მოთხოვნის პარალელურად, უნდა დაისვას კითხვა არის თუ არა იმის რესურსი, რომ საჯარო სექტორში ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები შემცირდეს. „საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების შემცირების რესურსი არ არის, ვინაიდან შესაძლოა, რამდენიმე ათასი ადამიანი გაუშვა სამსახურიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ფული დაიზოგება. ეს რესურსი უნდა მიიმართოს იმ ადამიანების შრომის ანაზღაურებაზე, ვინც მუშაობს საჯარო სექტორში და პატიოსნად აკეთებს თავის საქმეს," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)