|
2020-10-10 17:41:55, 577 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კახიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს, „ლელოს“ აქტივისტი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს, სავალან მირზოევს პარტია „ლელოს“ აქტივისტი რაშად მუსაევი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. როგორც კახიანმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, საპარლამენტო არჩევნებში მოსალოდნელი დამარცხების გამო იმდენად სასოწარკვეთილები არიან, რომ სიცოცხლის მოსპობით იმუქრებიან. „გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტს. გუშინ მოქალაქე რაშად მუსაევის მიერ, რომელიც არის პოლიტიკური პარტია „ლელოს“ აქტივისტი, პირად გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც იგი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ დეპუტატს სავალან მირზოევს აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით. აღნიშნული პირი, როგორც უკვე აღვნიშნე არის პარტია „ლელოს“ აქტივისტი და აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ფაქტთაც დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება. როგორც ჩანს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, საპარლამენტო არჩევნებში მოსალოდნელი დამარცხების გამო იმდენად სასოწარკვეთილები და გამწარებულები არიან, რომ სამწუხაროდ, მსგავს სიბინძურეებს, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარასაც კი კადრულობენ. ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, თუ როგორ ცდილობს ოპოზიცია პროვოკაციების მოწყობას და საარჩევნო პროცესის ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანას, თუმცა როგორც ჩვენი პარტიის თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიამ მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე ჩაიაროს. ფაქტია, „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს, რასაც ოპოზიციის ქმედებებიც ადასტურებს, რომლებსაც სხვა არაფერი დარჩენით, თუ არა სიტუაციის რადიკალიზაცია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთელ საზოგადოებას, ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი პროვოკაციებზე რეაქციისაგან, ყველა პროვოკაციისა და კანონდარღვევის შესახებ შესაბამისი უწყებების ინფორმირება დროულად მოვახდინოთ და არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩავატაროთ. როგორც უკვე აღვნიშნე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება დროული, ეფექტური იქნება და დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)