|
2015-09-18 17:08:31, 653 ნახვა
სამართალი
მოსამართლემ პროკურორის აცილებაზე გიორგი ოქროპირიძის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლო ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე მსჯელობს. პროცესს ბრალდებული ოქროპირიძეც ესწრება, რომელმაც პროკურორ დავით მეფარიძის აცილება მოითხოვა. ოქროპირიძემ პროკურორის აცილება მას შემდეგ მოითხოვა, რაც დავით მეფარიძემ განაცხადა, რომ ერთადერთი მისი დაინტერეებაა, თუ პირმა დანაშაული ჩაიდინა, შესაბამისად პასუხი აგოს. მეფარიძის თქმით, დაცვის მხარის მოთხოვნა, ოქროპირიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა. საბოლოოდ მოსამართლემ პროკურორის აცილების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ცნობისთვის, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის ოჯახმა საქალაქო სასამართლოს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. როგორც ცნობილია, ოქროპირიძის შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა გასულია. ოჯახის წევრების თქმით, თუ კი გიგი უგულავა გაათავისუფლეს, ოქროპირიძის გათავისუფლებაც უნდა მოხდეს. შეგახსენებთ, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გასული წლის 13 სექტემბერს დააკავეს. 9 თვიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ, მას ახალი ბრალი, ცრუ დასმენისთვის წაუყენეს. ამ ბრალდებაზე ოქროპირიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 12 ივნისს შეუფარდა. ლაშა მახარაძე 2014 წლის 2 სექტემბერს ვაკეში მოკლეს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)