|
2020-10-08 16:12:33, 599 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ყველა სფეროში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფუჭებულის გამოსწორება გვიწევს
ყველა სფეროში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაფუჭებულის გამოსწორება გვიწევს, ეს ჩვენთვის ძალიან მძიმე ტვირთია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ უწევს წინა ხელისუფლების გაფუჭებულის გამოსწორება, მათ შორის ქვეყნის საზღვრებთან დაკავშირებითაც. „ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა სფეროში გვიწევს გაფუჭებულის გამოსწორება. გაავლეს საზღვრები სამხრეთ ოსეთის და დღეს გვაქვს შედეგად მიღებული ოკუპაცია და ბორდერიზაცია. მათ გაფუჭებულს ვასწორებთ. ამ შემთხვევაში, რაც შეეხება საზღვრის საკითხს, დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხს, მათი გაფუჭებულის გამოსწორება გვიწევს. ყველა სფეროში ასეა, ხო? სიღარიბე იქნება ეს, ეკონომიკა, საზღვრების გავლება თუ ოკუპაცია, ყველა სფეროში გვიწევს ნაცმოძრაობის მიერ გაფუჭებულის გამოსწორება და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენთვის ძალიან მძიმე ტვირთი, თუმცა, სახელმწიფოებრივი მიდგომა გულისხმობს იმას, რომ, მათ შორის, წინა ხელისუფლების გაფუჭებულიც უნდა გამოასწორო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)