|
2015-09-18 15:54:33, 688 ნახვა
სამართალი
ლაშა მახარაძის დედა დარწმუნებულია, რომ სასამართლო ოქროპირიძეს არ გაათავისუფლებს
ლაშა მახარაძის დედა ნინო დიდებულიძე დარწმუნებულია, რომ მოსამართლე მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს არ გაათავისუფლებს. როგორც დიდებულიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, ოქროპირიძის შემთხვევა, გიგი უგულავას საქმისგან რადიკალურად განსხვავებულია. „ოქროპირიძის შემთხვევა, სხვა შემთხვევაა. ის არის ჩვეულებრივი მკვლელი, 2 კაცი ჰყავს მოკლული და რამდენიმე დაჭრილი. ეს ადამიანი ისე არ გაჩერდება. მაგას სისხლი სწყურია. ეს იცის მთელმა საქართველომ და მოსამართლესაც ეცოდინება. მოსამართლე არ დაუშვებს, რომ ოქროპირიძე გარეთ გამოვიდეს, ეს დაუშვებელია“, – განაცხადა ნინო დიდებულიძემ. ცნობისთვის, ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის ოჯახმა საქალაქო სასამართლოს მისი გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. როგორც ცნობილია, ოქროპირიძის შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა გასულია. ოჯახის წევრების თქმით, თუ კი გიგი უგულავა გაათავისუფლეს, ოქროპირიძის გათავისუფლებაც უნდა მოხდეს. პროცესი საქალაქო სასამართლოში 15:00 საათისთვის ჩაინიშნა, სადაც მოსამართლემ ქოროპირიძის პატიმრობიდან გათავისუფლების შამდგომლობაზე უნდა იმსჯელოს. ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე გასული წლის 13 სექტემბერს დააკავეს. 9 თვიანი პატიმრობის გასვლის შემდეგ, მას ახალი ბრალი, ცრუ დასმენისთვის წაუყენეს. ამ ბრალდებაზე ოქროპირიძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 12 ივნისს შეუფარდა. შეგახსენებთ, ლაშა მახარაძე 2014 წლის 2 სექტემბერს ვაკეში მოკლეს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)