|
2020-10-07 23:41:50, 441 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანმა სოფელ დარჩელსა და ორულუში ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო
,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. დღეს ირაკლი ჩიქოვანი დარჩელისა და ორულუს ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. ,,დღეს დარჩელისა და ორულუს ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შევხვდით. დარჩელი ერთ-ერთი დიდი სოფელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომელიც მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ სოფელში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა - მოწესრიგდა გზები, გარე განათება, მოეწყო სპორტული მოედნები, მოსაცდელები, წყალმომარაგების სისტემები, სოფელში განხორციელდა სოფლის სრული რეაბილიტაცია. სოფლის ცენტრში ძალიან ლამაზი დასასვენებელი პარკია, სადაც პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალია განთავსებული და ეს ადგილი ყველა თაობის დარჩელელისთვის სასიამოვნო სივრცეს წარმოადგენს. სწორედ ამ პარკში გავმართეთ დღეს ადგილობრივებთან შეხვედრა"-აღნიშნა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა. დღესვე ირაკლი ჩიქოვანი ორულუში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და სოფელში არსებული საჭიროებები მოისმინა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შედეგად ფერმერებს წელს თხილის უხვი მოსავალი აქვთ, რაც სახელმწიფოს სწორი მუშაობის შედეგია.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)