|
2020-10-02 14:14:36, 748 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - პარტიის ლიდერებმა უნდა აუხსნან თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა და დაშინება მიუღებელია
მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პარტიამ მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს თავის მხარდამჭერებს, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მანვე დასძინა, რომ ასეთი ტიპის შემთხვევები აუცილებლად დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. „სამწუხაროა, როდესაც გვესმის ასეთი ინციდენტების შესახებ. მე მადლიერებას გამოვხატავ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომლებიც აწარმოებენ აღნიშნული შემთხვევების მონიტორინგს, რომ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, ასევე, შს სამინისტროს მიმართ, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამასთან დაკავშირებით. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პარტიამ მკაფიო მესიჯი გაუგზავნოს თავის მხარდამჭერებს, რომ ასეთი სახის მოქმედება და ნებისმიერი სახის ძალადობა, მიუღებელია და რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც საქართველოში დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასეთი ტიპის შემთხვევები აუცილებლად დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას. შესაბამისად, ყველა პარტიის წარმომადგენელმა თუ ლიდერმა მკაფიოდ უნდა აუხსნას თავის მხარდამჭერებს, ვინც არ უნდა იყოს ამ ინციდენტების უკან, რომ ძალადობა თუ დაშინება უბრალოდ მიუღებელია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)