|
2020-09-28 17:47:24, 540 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ქვა, ნამგალი და ურო „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნებია, ქვები მათკენ მოიკითხონ
„ქვა, ნამგალი და ურო - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სამარკო ნიშნები, ასე რომ ქვები მოიკითხონ მათკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს პოლიტიკური წარმომადგენლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, თუ ვინმეს სურს ქვეყანაში მშვიდობიანად, სტაბილურად, დემოკრატიულად წარიმართოს პროცესები, ეს უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ გუნდია. „ოპოზიციის სურვილი და ეს უკვე რეალურ, კონკრეტულ ქმედებებში გამოხატული ძალადობრივი ქმედებები ჩვენთვის არახალია და შესაბამისად, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური მთელი რიგი კრიმინალური ჯგუფები შეეცდებიან სიტუაციის დაძაბვას, ესკალაციას და მიმართავენ ძალადობრივ მეთოდებს. კონკრეტულად რა მოხდა, ეს უნდა გამოიკვლიოს და გაარკვიოს შესაბამისმა უწყებებმა, თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს „ქართულ ოცნებას" როგორ გაუსწორდნენ ქვებით 2012 წელს, ქვა, ნამგალი და ურო - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" სამარკო ნიშნები, ასე რომ ქვები მოიკითხონ მათკენ. მათთან არის ასოცირებული და დაკავშირებული და კონკრეტული ფაქტი მთელმა საზოგადოებამ კარგად იცის, გახსოვთ, კარალეთში რა იკადრეს და გააკეთეს, როდესაც კახა კალაძეს და იქ მყოფ მაშინ პარტიის წევრებს და ყველა შეკრებილ ადამიანს ქვებით როგორ გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ამიტომ, ეს ხელწერა მათი ხელწერაა. თუკი ვინმეს სურს ქვეყანაში მშვიდობიანად, სტაბილურად, დემოკრატიულად წარიმართოს ეს პროცესები, არის, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების" გუნდი. ჩვენ ვმართეთ ძალიან კრიზისული სიტუაცია ჩვენი საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ, ეს აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და „ქართული ოცნების" მხარდაჭერა არის 60%-ის ფარგლებში. სწორედ „ქართული ოცნების" არანაირ ინტერესში არ და ვერ შევა რაიმე ფორმით დაძაბულობის შექმნა. სწორედ „ქართულმა ოცნებამ" უზრუნველყო ამ ცვლილებების განხორციელება, უზრუნველყო საარჩევნო კოდექსში ცვლილების განხორციელება და სწორედ ჩვენ უზრუნველვყავით, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობა გავამკაცრეთ. ამიტომ, წარმოუდგენელია, რომ „ქართულ ოცნებას" დააბრალო ის, რასაც შენ აკეთებ, თუმცა, ეს მათი ხელწერა ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ამიტომ, რაც მთავარია, ჩვენ არ მივცემთ არცერთ ძალას, კრიმინალურ დაჯგუფებებს განსაკუთრებით, იმის უფლებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სტაბილურობა, არჩევნების დემოკრატიული ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ამისთვის ხდება მობილიზება და ყველანაირად ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში და შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად გამჭვირვალე, ძალიან მაღალი დემოკრატიის სტანდარტით არჩევნების ჩატარებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)