|
2020-09-26 18:21:37, 691 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - მორჩა პოლიტიკოსების კარგად ყოფნა
„ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, ჩვენი ამოცანაა ამის შეცვლა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძე აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსების კარგად ყოფნა უნდა დასრულდეს და იმ მთავრობის მდიდარი ქვეყანა უნდა ვიყოთ, რომელიც თავის თავს აკლებს და ხალხს საქმეს უკეთებს. „ყველაფრის შეცვლა არის შესაძლებელი და ჩვენი ამოცანა, „ევროპული საქართველოს“ მთავარი ამოცანა ამ არჩევნებზე არის ის, რომ ეს გაჭირვება, უიმედობა, კრიმინალი, უმუშევრობა და პრობლემა წელში გავტეხოთ და ქვეყანა წავიყვანოთ წინ. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა და არა ცალკეული პოლიტიკოსების ბედი. ამ არჩევნებით უნდა გადაწყდეს საქართველოში მცხოვრები 4 მილიონი ქართველის ბედი. მორჩა პოლიტიკოსების კარგად ყოფნა, ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, ჩვენი ამოცანაა ამის შეცვლა და ვიყოთ მდიდარი ქვეყანა იმ მთავრობის, რომელიც თავის თავს აკლებს და ხალხს უკეთებს საქმეს“, - განაცხადა ბაქრაძემ.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)