|
2020-09-18 11:26:59, 599 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - საქართველოს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს
საქართველოს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან არასდროს ყოფილა ისე ძლიერი, როგორც დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარნიორი 2020“-ის დასრულების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ნატოს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულიად იზიარებს მის ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს. „ჩვენი მიზანი თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა შეიტანს წვლილს შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. გლობალური პანდემიის მიუხედავად, მრავალეროვნული სწავლების საქართველოში ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით მუდმივად მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით უფრო ძლიერი და დაცულია. თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისე ძლიერი, როგორც დღეს. ნატო საქართველოს სანდო და ერთგული პარტნიორი. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ალიანსი და მისი წევრი ქვეყნები აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ძალისხმვას დემოკრატიულ და სტაბილურ ქვეყნად ჩამოყალიბებაში. საქართველო კი ნატოს სამაგალითო პარტნიორია, რომელიც სრულიად იზიარებს ნატოს ღირებულებებსა და საერთო უსაფრთხოების პრინციპებს. სწორედ ამ თანამშრომლობის ნათელი სიმბოლოა, რომ საქართველო როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანა განაგრძობს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)