|
2020-09-05 14:29:51, 2911 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების ცენტრი და ეს სტატუსი კიდევ უფრო გამყარდება საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნით
ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე იქნება სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი ჩაუდგება სათავეში, რაც არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და გარღვევა სიმსივნის პრევენციის და ქიმიური თერაპიის მკურნალობის სფეროში. როგორც მერობის კანდიდატმა ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების ცენტრი და ამის მაგალითი გელათის აკადემიაა. "ეს სტატუსი კიდევ უფრო გამყარდება იმით, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა ქალაქს და ქვეყანას აჩუქა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო საგანმანათლებლო რუკაზე, სულ რამდენიმე დღეში ოფიციალურად გაიხსნება და თავის პირველ სტუდენტებს მიიღებს. შეგეძლებათ ნახოთ თუ რა გარემოში იქნებიან ჩვენი სტუდენტები. მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახლავთ მისი პარტნიორი და უშუალოდ მის მენეჯმეტს ახორციელებს და ამით ალბათ, ბევრი რამ ნათელია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე ასევე იქნება სიმსივნის სამკურნალო ადრონული თერაპიის სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ჩვენი ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი ჩაუდგება სათავეში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და გარღვევა სიმსივნის პრევენციის და ქიმიური თერაპიის მკურნალობის სფეროში. ქუთაისი ხომ ისედაც გახლავთ ერთგვარი სამედიცინო ცენტრი, სადაც სამკურნალოდ ჩამოდიან არა მარტო დასავლეთ საქართველოდან", - განაცხადა ხახალეიშვილმა. იოსებ ხახალეიშვილი ძელქვიანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან და გუნდის სხვა წევრებთან ერათად შეხვდა. მერობის კანდიდატი ადგილობრივებს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი მხეიძემ წარუდგინა.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)