14:42 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-27 11:11:31, 2685 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ისანში კონკურენტი დაუყენონ შეთანხმებულ კანდიდატს, დიდი შეცდომაა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად „ნაციონალური მოძრაობა“ ისანში, საერთო ოპოზიციურ კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს კონკურენტს დაუყენებს ხატია დეკანოიძის სახით.

კაპანაძის თქმით, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ძალიან მცდარი გადაწყვეტილებაა, რაც დააზარალებს მთლიანად ოპოზიციას და შეამცირებს შანსებს, რომ ივანიშვილი თბილისში დამარცხდეს.

„ეს გადაწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის, რომ ისანში კონკურენტი დაუყენონ  შეთანხმებულ კანდიდატს არის არასწორი და მცდარი  გადაწყვეტილება და არის დიდი შეცდომა.  ჯამში ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ნაციონალურ მოძრაობაზე, ისე ზოგადად ოპოზიციის შანსებზეც, რომ ივანიშვილი დაამარცხონ თბილისში. კარგი წინაპირობა იყო, რომ ყველა ოლქი იყო შეთანხმებული და ყველგან გვყავდა საერთო კანდიდატი, ეხლა ეს შეთანხმება იქნა გადახედილი, რაც არის ძალიან ცუდი. მიუხედავად ამისა  ევროპული საქართველოს ამოცანა არის, რომ სადაც შესაძლებელია მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ ბიძინა ივანიშვილს, დავამარცხოთ ის პირველ ტურში შეთანხმებულ ოლქებში, ხოლო მეორე ტურებში ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის. კიდევ ერთხელ, კარგი იქნება, თუ მომავალში მაინც, ის შეთანხმებები, რომლებიც არის დადებული ოპოზიციურ პარტიებს შორის, იქნება ყველა მხრიდან შეთანხმებული და არ მოხდება რეგულარულად მათი გადახედვა, როგორც ამას აქვს პრაქტიკა ერთი კონკრეტული ძალის მხრიდან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ისანში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics