|
2020-08-26 17:18:44, 1446 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე - ეს მცდელობაა, მოატყუონ უცხოელი პარტნიორები და გამოასწორონ დაზიანებული იმიჯი
„ეს მცდელობაა მოატყუონ უცხოელი პარტნიორები და გამოასწორონ დაზიანებული იმიჯი“ , - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ხმის მიცემის იძულებასთან და დაშინებასთან დაკავშირებით ქონდათ კონკრეტული წინადადებები. “ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპულ საქართველოს ჰქონდა კონკრეტული წინადადებები საარჩევნო კოდექსში შესატანად, მაგალითად, ხმის ფარულობასთან დაკავშირებული გვქონდა კონკრეტული წინადადება, თუ როგორ უნდა აკრძალულიყო მობილური ტელეფონების გამოყენებით იძულება მოსახლეობის, რომ გადაეღოთ ფოტოები. მაგალითად ხმის მიცემის იძულებასთან და დაშინებასთან დაკავშირებით გვქონდა კონკრეტული წინადადება, როგორ უნდა აკრძალულიყო შეკრებები საარჩევნო უბნების წინ, სადაც ქართული ოცნება ქუჩის კრიმინალებისა და თანამდებობის პირების დახმარებით გავლენას და იძულებას ახდენს ამომრჩევლთა ნებაზე. ყველა ეს კონკრეტული ინიციატივა ქართულმა ოცნებამ ჩააგდო და არცერთი არ იქნა მიღებული. ამიტომ, იმ პირობებში როდესაც არ არსებობს რაიმე კონკრეტული მექანიზმი, საუბარი იმაზე, რომ თურმე პასუხისმგებლობის ფორმა, ზოგადად იცვლება ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლებრივზე, ეს არის უბრალოდ მცდელობა მოატყუონ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და გამოასწორონ ნაწილობრივ ის ძალიან დაზიანებული იმიჯი, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია საერთაშორისო საზოგადოებაში. დღემდე, ყველა ეს მოქმედება იყო დასჯადი, დღემდე არცერთი ხელისუფლების მხარდამჭერი არ დასჯილა ასეთი მოქმედების და კანონის დარღვევისთვის, დღემდე ხელისუფლებამ უარი განაცხადა ყველა კონკრეტული მექანიზმის მიღებაზე, რომელიც არჩევნებს გახდიდა უკეთეს და გამორიცხავდა ასეთი ტიპის დარღვევებს, ამიტომ ამ ვითარებაში არსებობს ნულოვანი ნდობა, რომ ქართული ოცნება ამ ინიციატივით, მართლაც ცდილობს ვითარების გაუმჯობესებას. ამრიგად, გამოსავალი არის ერთადერთი, ეს გახლავთ მეტი ადამიანის მოსვლა არჩევნებზე, არჩევნებში გამარჯვება და სისტემური ცვლილებები, რომლებიც ქვეყანს მოუტანს უკეთესობას ყველა მიმართუელბით, მათ შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხითაც” , - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)