|
2020-08-25 16:11:17, 2541 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიამ კრემლის მხრიდან, „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ პროკურატურას პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. ხოშტარიას თქმით, პროკურატურამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხი უნდა გამოიძიოს. „აქ არის ძალიან დეტალურ ინსტრუქციებზე საუბარი, თუ როგორ ავალებენ რუსეთიდან „პატრიოტთა ალიანსს“ საქართველოში შუღლის გაღვივებას, სიძულვილის გაღვივებას, ანტიდასავლურ პროპაგანდას, ოპოზიციური პარტიების დაშავებას და რაც მთავარია, აქედან ასევე იგზავნება ადამიანების დოსიეები პირდაპირ კრემლში და ასევე, ამ ყველაფერში „პატრიოტთა ალიანსი“ იღებს კონკრეტულ თანხებს. აქ საუბარია ორ ეპიზოდზე: ერთი 700 ათასი და მეორე 8 მილიონი მთლიანად საარჩევნო კამპანიაზე. არანაირი განცხადების შეტანა არ სჭირდება იმას, რომ პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე საგანგებოდ უნდა იწყებდეს გამოძიებას ძალიან ბევრი მუხლით. რა თქმა უნდა, თუ თავად არ დაიწყეს გამოძიება მივმართეთ კონკრეტული მოთხოვნით, რომ ამ ანგარიშში მოყვანილ საზარელ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 აგვისტოს მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დოსიე გაავრცელა, რომლის თანახმად „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კრემლი პირდაპირ ეხმარება.
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის საქმეზე 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)