|
2020-08-21 12:09:08, 1013 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობა არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობით მოწვევას გეგმავს
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მთავრობას სურს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები შემცირებული რაოდენობით მოიწვიოს. აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მოსყიდვის სხვადასხვა პროგრამების ამოქმედება. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ და არავის არ შეექმნას პრობლემა და შეფერხება. წინა არჩევნების პრაქტიკით ვიცით, რომ ზოგჯერ რამდენიმე ათასი დამკვირვებელი ჩამოსულა, ხოლო ეუთოს პრაქტიკაა, რომ რამდენიმე ასეულ დამკვირვეველს აგზავნის და ცდილობს, მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი აქ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ და არავის შეექმნას შეფერხება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს, დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე. ისინი იმალებიან კორონაკრიზისის და პანდემიის უკან და იმედი აქვთ, რომ დამკვირვებლების რაოდენობა, შესაბამისად, იქნება მცირე. ჩვენ უკვე კარგად ვხედავთ, თუ რა დაიწყო ხელისუფლებამ - უკვე დაიწყო მოსყიდვის სხვადასხვა პროგრამის ამოქმედება და როგორც ჩანს, აპირებს, რომ ეს ტემპი კიდევ გააძლიეროს წინ. ბუნებრივია, რაც უფრო ნაკლები დამკვირვებელი იქნება, რაც უფრო ნაკლები საერთაშორისო ორგანიზაცია აღნუსხავს ამ დარღვევებს, მით უკეთესი არის მათთვის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)