|
2020-08-17 15:43:49, 890 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ გაგუა: Fitch-ის რეიტინგი არის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა გამოწვევებს
"Fitch-ის რეიტინგი არის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა გამოწვევებს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ სარეიტინგო კომპანია Fitch"-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, Fitch-ის რეიტინგში ცალსახად არის ხაზგასმული ქვეყნის მაკროეკონომიკური მმართველობის მაღალი დონე. „ბუნებრივია, პანდემიური მოვლენების ფონზე, მაშინ როდესაც გლობალურ ეკონომიკებში მთელი რიგი ქვეყნებისათვის ხდება რეიტინგების შემცირება, ჩვენთან სარეიტინგო კომპანია Fitch-მა მეორე მიმოხილვა ჩაატარა და რეიტინგი იგივე დატოვა. ეს არის იმ ფაქტის აღიარება, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მზად შეხვდა ამ რისკებს. გასული წლის ბოლოს, ჩვენი ფისკალური შედეგები საკმაოდ მძლავრი იყო და დიდი ბუფერებით შევხვდით 2020 წელს. მაკროეკონომიკური მართვის მაღალი დონე - ეს არის ძირითადი ფაქტორი, რამაც რეალურად განაპირობა „Fitch"-ის ანგარიშში ჩვენი რეიტინგის შენარჩუნება. ასევე, თქვენ იცით, რომ გვქონდა საკმაოდ წარმატებული მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს კი არის გზავნილი, როგორც ინვესტორებისთვის, ისე საკრედიტო რეიტინგის კომპანიებისთვის, როგორიც არის Fitch-ი და სხვები, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მმართველობა არის ეფექტური“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ. როგორც მან აღნიშნა, Fitch-ის რეიტინგი მიუთითებს იმას, არსებობს მოლოდინი, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად დაიწყებს აღდგენას.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)