|
2020-08-13 15:57:39, 1399 ნახვა
პოლიტიკა
ოქრუაშვილი ვაკეში „ლელოს“ მაჟორიტარის წარდგენაზე - საჯაროდ ასე რომ იქცევით, კულუარებში რაღას იზამთ?
საჯაროდ ასე რომ იქცევით, კულუარებში რაღას იზამთ? - ასე გამოეხმაურა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი „ლელოს“ მიერ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებას. ოქრუაშვილის სოციალურ ქსელში წერს, რომ „ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, როდესაც გამოაცხადა - პროპორციულ არჩევნებს კი დაგპირდით, მაგრამ კონტრაქტი არ დამიდიაო“. „ჩემი დამოკიდებულება ხაზარაძის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში ელენე ხოშტარია დაუყენოს კანდიდატი ვაკეში, მაშინ როდესაც საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ ელენეს მხარს უჭერდა და კონკურენტს არ დაუყენებდა. ბიძინა ივანიშვილს მეტი კი არაფერი გაუკეთებია, როდესაც გამოაცხადა - პროპორციულ არჩევნებს კი დაგპირდით, მაგრამ კონტრაქტი არ დამიდიაო. სიტყვა უკვე კონტრაქტია და ორივეს საქციელს გადაგდება ჰქვია. საჯაროდ ასე რომ იქცევით კულუარებში რაღას იზამთ? ვამბობ ხაზარაძეს და ვგულისხმობ ლელოს გადაწყვეტილების მიმღებ ყველა ლიდერს“, - წერს ოქრუაშვილი „ფეისბუქზე“. ცნობისთვის, „ლელოს“ აცხადებდა, რომ ვაკეში „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატს, ელენე ხოშტარიას დაუჭერდა მხარს.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)