|
2020-08-11 23:12:38, 1098 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ყვარელში „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გაშენებული კომპანია „მარეულის“ ვენახი და ღვინის საწარმო დაათვალიერეს
"ქართული ოცნების" ლიდერები ყვარლის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ, სადაც სახელმწიფო პროგრამა - შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, კომპანია ,,მარეულის" 130 ჰა-ზე გაშენებული ვენახი და ღვინის საწარმო დაათვალიერეს. "მარეულში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე კომპანია ,,მარეულის" ვენახებში ყოველდღიურად 70 ადამიანია დასაქმებული, ღვინის საწარმოში კი, მუდმივად, 30-35 ადამიანი მუშაობს. ღვინის ქარხანა 10 000 ტონა ყურძენს ამუშავებს, ასევე კომპანიის მფლობელობაშია სამედიცინო და საკონიაკე ბრენდის სპირტის გადამამუშავებელი საწარმო, მიმდებარედ კი სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით 50 ნომერზე გათვლილი სასტუმრო შენდება. ჯამში, აღნიშნული პროექტებისთვის სახელმწიფო მეწარმეს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამით, 10 მილიონამდე ლარით დაეხმარა. მთავრობის მეთაურმა კომპანია „მარეულის" დირექტორთან საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს თავის ფერმერზე და გვერდში დაუდგეს თითოეულ მშრომელ ადამიანს. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული და გაგრძელდეს ის აღმშენებლობა, რომელიც დღეს რეგიონში მიმდინარეობს.
WP: ტრამპმა რესპუბლიკელ დონორებს უთხრა, რომ ვენსი მის მემკვიდრედ სურს
ლაიფციგში დრონის ინციდენტი: უკრაინულ თვითმფრინავს საბრძოლო მასალა გადაჰქონდა
აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროს დირექტორი ჩინეთთან და რუსეთთან უპრეცედენტო კავშირებს ამყარებს
პროკურატურა - სანიტარს, რომელმაც ახალშობილი შვილი მოკლა, 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)