|
2020-08-07 16:56:40, 11851 ნახვა
სპორტი
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი დასრულდა
საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა და ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა - ლევან ანწუხელიძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირის ფინალური მატჩის გამარჯვებული გუნდი - თბილისის „თბილისი“ თასითა და მედლებით დააჯილდოვეს. თბილისის „თბილისისა“ და ზესტაფონის „მარგვეთის“ ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ფინალური შეხვედრა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ფინალური ასპარეზობა თბილისის „თბილისის“ ამპუტანტი ფეხბურთელების გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. ფეხბურთის ტურნირი საქართველოს მასშტაბით სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ამპუტანტ ფეხბურთელთა ხუთი გუნდი მონაწილეობდა. ფინალური მატჩი სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ „მზიურის“ საფეხბურთო სტადიონ „მასტერ კლას-არენაზე“ გაიმართა. სპორტულ ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, ვეტერანები და ამპუტანტ ფეხბურთელთა სხვა გულშემატკივრები დაესწრნენ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირებისადმი მიძღვნილი ფეხბურთის ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის 2016 წელს დაარსდა.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)