|
2015-09-08 09:41:24, 750 ნახვა
სამართალი
შსს-მ რუსთავში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული საბა გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე, ჯართის მიმღები პუნქტის ოფისიდან კომპიუტერის 2 პროცესორი, ხოლო ეზოდან ფერადი ლითონი მოიპარა. „საბა გ-მ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ჯართის მიმღები პუნქტიდან მოშორებით, მიტოვებულ ადგილას გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთი მოპარული პროცესორი თბილისში გაყიდა, ხოლო მეორე ლომბარდში ჩააბარა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, საბა გ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თავისი ნათესავის სახლში, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გადამალული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით).
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)